Monday, June 4, 2018

აზარტული თამაშები საქართველოში

საქართველოში აზარტული თამაში დიდი ხანია საკმაოდ გავრცელებულია. სამწუხაროდ, საქართველოშიც აზარტულ თამაშბებს დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდების უმრავლესობას. არსებული ინფორმაციებიდან გამომდინარე მე-19 საუკუნეში საქართველოშიც არსებობდა გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება, სადაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დროს ზოგი ქვეყნებში აკრძალული იყო აზარტული თამაშები, მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. ეს ქვეყნები, რომლებშიც აიკრძალა აზარტული თამაშები, საბჭოთა კავშირის შემავალი ქვეყნები იყო. აკრძალვა საქართველოშიც გავრცელდა.

აზარტული თამაშების ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში. ის 2005 წლიდან რეგულირდება კანონმდებლობით. მანამდე რამდენიმე ბრძანებულება არსებობდა, თუმცა კონკრეტული მარეგულირებელი წესები არ არსებობდა. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს: „ლატერიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სლიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შსახებ“. ყველა სახის აზარტულ და მომგებიან თამაშს, რომელიც ტარდება საქართველოში, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ კანონის შესაბამისად სჭირდება ნებარვასაქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბოლო წლების განმავლობაში სლოტ-კლუბების, სამორინეებისა და ტოტალიზატორების რიცხვი, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.


 


No comments:

Post a Comment

კონტაქტი

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ გვერდით მითითებულ კონტაქტებზე. ტელ: +995 555 20 45 12            +995 598 39 06 66            +9...