აზარტული თამაშების ისტორია

აზარტული თამაშები მსოფლიოში პირველად აღმოჩნდა 1520-იან წლებში საფრანგეთში, იმ დროს მეფე იყო პრანცისკ I და მისი ბრძანებით დაკანონდა. პირველი კაზინოები 1765 წელს გაიხსნა პარიზში. იმ პერიოდში აზარტული თამაშების სახლები როგორც გართობის, ასევე უამრავი უკანონო და ცუდი საქმიანობის ადგილი იყო. კაზიონები შავი ფულის გათეთრების უკეთესი საშუალება იყო.


















აზარტული თამაშების ძირითადი მსხვერპლები არიან ახალგაზხრდები, რომლებსაც არ მოსწონთ მუშაობა და უნდათ ადვილად პულის მიღება. აზარტული თამაშების მთავარი მახასიათებელია, ის ადამიანს ფულის მოგების შესაძლებლობას აძლევს და ეს მოგება ალბათობით შეიძლება მოხდეს. ამიტომ იზიდავს ადამიანებს ეს თამაშები. ერთ-ერთი კვლევის შედეგად, აღიარებულია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 51% ამ ტიპის თამაშებში წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან ერთად მოხუცებიც დადიან კაზინოებში. ადამიანები პირველად გასართობად შედიან აზარტული თამაშების სახლებში. კაზინოებში ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ქალები.




ამ თამაშების ერთ-ერთი წესია, მოთამაშე არ უნდა იგრძნოს, რომ მისი დრო იკარგება. ამიტომ, კაზინოში არსაიდან არ შედის მზის შუქი, არსად საათი არ არსებობს. კაზინოებისთვის სასურველი კლიენტები ისინი არიან, ვინც მაღალი თანხით შედიან კაზინოებში. ასევე კაზიონებს ჰყავს „ვიპკლიენტებიც“. ეს კატაგორია დიდი ფულით თამაშობს და ძირითადად გასართობად შედიან კაზინოში. ამ კატეგორიის კლიენტებისთვის ძვირი სასმელები უფასოა, ზოგჯერ კრედიტიც აქვთ.



No comments:

Post a Comment

კონტაქტი

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ გვერდით მითითებულ კონტაქტებზე. ტელ: +995 555 20 45 12            +995 598 39 06 66            +9...