რა არის ლუდომანია?

ლუდომანია - ეს არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. ეს დღევანდელ პერიოდში ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა. ახლა ნელ-ნელა განვიხილოთ ადამიანები როგორ ხდებიან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, ანუ ლუდომანი. აზარტულ თამაშებში ჩართვა შემთხვევით ხდება. მაგალითად, ადამიანი მიდის გასართობად ან დათვალიერების მიზნით, შემდეგ აინტერესებს თუ რა ხდება იქ, უმნიშვნელოვანი თანხის მოგებით ჩნდება აზრი, რომ იღბლიანია, მისი ბედი გაუღიმებს და ასე ადვილად მოიგებს დიდ თანხას. ნელ-ნელა მოხშირებს კაზინოებში სიარულს და იქ ყოფნის ხანგრძლივობას. თანდათან მოეძალება აზარტი და მზად ხდება ოჯახისათვის საჭმლის შსაძნი უკანასკნელი ფული გადაიხადოს ან არაკანონიერი გზით იშოვნოს ფული და ჩაერთოს თამაშებში. ასე პიროვნება კარგავს თავისი ქცევის კრიტიკულ შეფასების უნარს და მისი გატაცება უკვე იღებს ავადმყოფურ ხასიათს, შესაძლოა სამწუხარო შედეგით დასრულდეს.




No comments:

Post a Comment

კონტაქტი

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ გვერდით მითითებულ კონტაქტებზე. ტელ: +995 555 20 45 12            +995 598 39 06 66            +9...